გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ ისხვლება გერანი უხვი ყვავილობისათვის

გერანი არ არის მომთხოვნი მცენარე,ის შესანიშნავად იზრდება ნებისმიერი ფანჯრის რაფაზე.მას მხოლოდ ერთი,მაგრამ შესამჩნევი მინუსი აქვს - მცენარე სწრაფად იწელება ზემოთკენ,სათანადო მოვლის გარეშე მისი გარეგნული იერი არც ისე მიმზიდველი ხდება: რჩება რამოდენიმე დამუხლული,ქვემოთ ფოთლებგაცვენილი ტოტი.

ასე ემართება ყველა პელარგონიას,ამიტომ მოგიწევთ მისი გადასხვლა,განასხლავი ტოტებისაგან კი თქვენ ახალ მცენარეს მიიღებთ.სწორედ ასე იქცევა ყოველ წელს მეყვავილეების უმრავლესობა,მაგრამ ეს არასწორია,თვენ შეგიძლიათ თქვენი გერანის შენარჩუნება,ამასთან ერთად მისი გარეგნული სახე ბევრად უკეთესი იქნება.უაზრო იქნება ყვავილის დაკარგვას შეელიოთ,როდესაც შეგიძლიათ ფორმირება მისცეთ მშვენივრად დაბუჩქულ მცენარეს სულ რაღაც 15 წუთში. გერანი კარგად იტანს გასხვლას,პროცედურის შემდეგ მცენარე უფრო ფუშფუშა და გადაშლილი ხდება.ამ სტატიაში მოგითხრობთ როგორ გასხლათ სწორად გერანი უხვი ყვავილობისათვის.

ჩვენი საყვარელი გერანი: გასხვლა შემოდგომაზე უხვი ყვავილობისათვის კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ხაზგასმით,რომ გასხვლას არ აქვს ალტერნატივა.თუ თქვენს გერანის ბუჩქს არ გასხლავთ,ის სწრაფად დაკარგავს ფორმას,ღეროს ქვედა ნაწილები ფოთლებისაგან გაშიშვლდება,სიმწვანე მხოლოდ მცენარის კენწეროში დარჩება.ამიტომ,თუ არ გსურთ გამოემშვიდობოთ თქვენს პელარგონიას,მოგიწევთ დაეუფლოთ გასხვლის ტექნიკას ზამთრისათვის.

პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ გერანი ყოველთვის იწელება ზემოთ და თქვენი დახმარების გარეშე არ გამოიტანს გვერდითა ტოტებს.მხოლოდ გასხვლის საშუალებით შეძლებს მიიღოთ ლამაზი ვარჯი და სტიმულირება მისცეთ გვერდითა ტოტების გამოტანას.

როდესაც მცენარეს სხლავთ,ამით ეხმარებით მიძინებულ კვირტებს გაღვიძებაში,რომელთა აქტივაციაც სხვაგვარად შეუძლებელია.გარდა ამისა,ეს პროცედურა ხელს უწყობს მომავალი საყვავილე კვირტების ჩამოყალიბებას: შემჩნეულია,რომ თუ გერანს სხლავენ ან თავებს აწყვეტენ დასაბუჩქად,მეტ ყვავილედს იძლევა და უკეთ გამოიყურება,ვიდრე ის რომელსაც მხოლოდ რწყავედნენ მაგრამ არ გაუსხლავთ.

თუ თქვენ ვერ მოასწარით თქვენი მცენარის გასხვლა დროულად და ის უშნოდ გამოიყურება,შეგიძლიათ რამდენიმე ახალგაზრდა ტოტი ააჭრათ კენწეროებიდან და გამოზარდოთ ახალი გერანი.ამასთან გახსოვდეთ,თუ მთლად უყურადღებოდ დატოვებთ მცენარეს და არ გასხლავთ,მისი ტოტები დასაფესვიანებლადაც აღარ ივარგებს,დასუსტდება და დაიღუპება.

გასხვლის ტექნოლოგია რომელი ტოტების მოჭრა მოგიწევთ დამოკიდებულია კონკრეტულ მცენარეზე.მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი უნივერსალური წესები გასხვლისათვის,რომლებიც საერთოა გერანის ყველა სახეობისათვის,მათ შორის ამპელურისათვისაც.

მცენარის ფორმის კორექცია ჩვეულებრივ წელიწადში ორჯერ ტარდება - გაზაფხულზე და შემოდგომაზე.განვიხილოთ შემოდგომის სხვლა,როდესაც მცენარეს ვამზადებთ ზამთრის მოსვენებისთვის.როგორც წესი ზაფხულში მცენარე გაიზარდა და დაიბუჩქა,გასხვლა მისთვის სწორედ რომ დროული იქნება.

პროცედურა უნდა ჩატარდეს ყავილობის დამთავრებისას.სხვადასხვა რეგიონისთვის სხვადასხვა დროს,მაგრამ ჩვეულებრივ პელარგონია ყვავილობას მოილევს ნოემბრის ბოლოს,დეკემბრისთვის.ყველა შემთხვევაში მცენარე ზამთრის დადგომამდე უნდა გაისხლას,ზამთარში ის ისვენებს,ამ დროს მისი შეწუხება არ იქნება კარგი.

პროცედურისათვის თქვენ დაგჭირდებათ საკანცელარიო დანა(ის საკმაოდ ბასრია და ამავე დროს თხელი).ასევე შეიძლება სამართებლის გამოყენება,მაგრამ შევეულებრივი დანა ან სეკატორი - არ არის სასურველი,ამ ინსტრუმენტებმა შესაძლოა დააზიანოს მცენარე.უმჯობესი იქნება თუ ყველა ინსტრუმენტს დეზინფიცირებას ჩავუტარებთ სპირტით ან არყით.

ასევე სადეზინფექციოდ საჭიროა მოიმარაგოთ დანაყილი აქტივირებული ნახშირი.კარგი იქნება თუ მოიმარაგებთ ფოსფორიან სასუქსაც,იმისათვის რომ გასხლულ მცენარეს მივაწოდოთ სასუქი.

თუ თქვენი მცენარე არც თუ ისე ცუდად გამოიყურება და დაბუჩქულია,უბრალოდ უნდა შეუნარჩუნოთ ფორმა,ასეთ შემთხვევაში მოაცილეთ შეყვითლებული და მომჭკნარი ფოთლები,შეაჭერით ზედმეტი განაპირა ტოტები,დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი და ძლიერი ყლორტები.

ბუჩქის ზომიდან გამომდინარე უნდა შეაჭრათ 3-დან 6-მდე განაპირა ტოტი,ასევე უნდა გაისხლას კენწეროც,მაგრამ თუ ბუჩქის სიმაღლე გაკმაყოფილებთ მოაჭერით მხოლოდ სულ ზედა ნაწილი.

თუ თქვენმა გერანმა უკვე დაკარგა ფორმა,მაშინ მთლიანად უნდა გადაჭრათ მთავარი ღერო,ტოვებთ მხოლოდ დაახლოებით 10 სმ სიმაღლის კუნძს.ნუ იღელვებთ,გერანი ძალიან ამტანი და სიცოცხლიმოყვარული მცენარეა,ის ისევ დაიბუჩქება და გაიზრდის ახალ სურნელოვან ტოტებს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:

- ისხვლება მწვანე მასის არაუმეტეს 20% ,სხვაგვარად მცენარეს გაუჭირდება სტრესთან გამკლავება.ზედმეტი არ მოგივიდეთ!

- ნუ გასხლავთ მცენარეს დეკემბერზე გვიან,ზამთარში მცენარე ისვენებს და იკრებს ძალას.

- ძლიერი გასხვლა ყვავილობის დროს გადაწევს,რადგან ის სტრესია მცენარისათვის,მაგრამ სამაგიეროდ თქვენ მიიღებთ ფუშფუშა მცენარეს.

- გრძელი და დაგრეხილი ტოტები შეიძლება თავიდანვე მთლიანად მოაჭრათ,დატოვეთ დაახლოებით 10 სმ სიმაღლის ღერო.

- გასხვლისთანავე ჭრილობებზე მიაყარეთ დანაყილი ნახშირი და მიაწოდეთ სასუქი.

- ზაფხულის თვეებში სასარგებლოა პერიოდულად წვერები წააწყვიტოთ მცენარეს,ეს დაეხმარება მას მიიღოს ლამაზი,გადაფურჩქნული ფორმა.

შემოდგომის გასხვლის შემდეგ ყურადღებით ადევნეთ თვალი გადაჭრის ადგილებს: თუ ისინი გაშავდა,დაიწყო ლპობა,ეს იმას ნიშნავს,რომ თქვენ ისევ მოგიწევთ დაზიანებული ადგილების შეჭრა.ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით კარგად უნდა ჩაუტაროთ დეზინფექცია ინსტრუმენტებს,ჭრილობებისთვის კი გამოიყენეთ ნახშირი ან დარიჩინი. 

23 May 0 29 359

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно